სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება-მხატვრული ხერხები (ტროპის სახეები) ი. ჭავჭავაძის                                                                                                      ,, განდეგილში"

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა):პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან მხატვრული ხერხების სახეებს:მეტაფორა, ეპითეტი,შედარება,გაპიროვნება,ჰიპერბოლა.მათ ფუნქციას მხატვრულ ლიტერატურაში.

3.პროექტის აქტუალობა:მხატვრული ნაწარმოების ანალიზისას აუცილებელია მხატვრული ხერხების ამოცნობა,მოსწავლეებს ხშირად უჭირთ და ერთმანეთში ერევათ,გამოცდებზე ერთ-ერთისაკითხი აუცილებლად მხატვრულ ხერხებზეა,სახელმძღვანელოებში კი ლიტ.თეორიის სწავლებას ცოტა დრო აქვს დათმობილი.
4.პროექტის მიზანი:მოსწავლეებს განუვითარდეს კვლევა-ძიების,ურთიერთთანამშრომლობის,ჯგუფური მუშაობის,პრეზენტაციის უნარ-ჩვევები,შეძლონ მხატვრული ლიტერატურის სრულფასოვანი ანალიზი.
5.მონაწილეთა ასაკი: 16

6.ვადები,ხანგრძლივობა:2კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები,(პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას)
დაწერენ საპრეტენზაციო თემას და წარდგებიან აუდიტორიის წინაშე, გააკეთებენ თვალსაჩინოებას სქემის სახით,განმარტებითა და მაგალითებით.
8.საჭირო რესურსები:დამხმარე ლიტერატურა,ინტერნეტი,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა:1.გონებრივი იერიში(რა იციან მხატვრული ხერხების შესახებ,რომელს ცნობენ უკეთ,რომლის ამოცნობა უჭირთ; 2.სქემა :ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე(ეს დამეხმარება ზუსტად განვსაზღვრო კონკრეტულად რა ცოდნას ფლობენ),დავალებასაც შესაბამისად გავუნაწილებ.დავყოფ    5 ჯგუფებად,თითოეულში 3მოსწავლე.1ჯგუფი-ეპითეტი,2ჯგუფი-მეტაფორები,3ჯგუფი-შედარება,4ჯგუფი-გაპიროვნება,5ჯგუფი-ჰიპერბოლა. მეთოდის,,დღიურის"გამოყენება,,დაფიქრდი,დააწყვილე,გაუზიარე"შესაძლებლობას მომცემს განვსაზღვრო როგორ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა,როგორ ასრულებენ მოსწავლეები დავალებას,გაუზიარებენ ერთმანეთს,საჭიროების შემთხვევაში მივცემ მითითებებს და რჩევებს.მასალის მოძიებასთან ერთად პოემასაც წაიკითხავენ,მნიშვნელოვანი ეტაპია მასალის დახარისხება-დიფერენცირება.საბოლოო ვერსიას მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
10. საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან) ესგ-თან კავშირი:მოსწავლეები შეძლებენ: საჭირო ინფორმაციის მოძიებას,კლასიფიცირებას,მოძიებული ინფორმაციის ადექვატურად გამოყენებას,ნაწარმოების მხატვრულ ანალიზს,ურთიერთთანამშრომლობას.
11.პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი:ნანი გორგილაძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:gorgiladzenana3@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი.ბლოგი:https://nanigorgiladze2018.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий